რევაზ სოხაძე - თბილისელების ინტერესებშია, ქალაქს სრულყოფილი გენერალური გეგმა ჰქონდეს

თბილისის საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ საკრებულოს დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მსჯელობენ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ოპოზიციის ბრალდებებს იმის თაობაზე, რომ თბილისის განვითარების გენერალური გეგმის დამტკიცება მაღალჩინოსნების ინტერესებიდან გამომდინარე ჭიანურდება, „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა უპასუხეს და აღნიშნულ ბრალდებას აბსურდული უწოდეს.

საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარის რევაზ სოხაძის განცხადებით, „თბილისის მერიისა და თბილისელების ინტერესებშია, რომ ქალაქს სრულყოფილი გენერალური გეგმა ჰქონდეს“. მისივე თქმით, არქიტექტურის სამსახურმა, მუშაობის პროცესში, ქალაქის განვითარების დოკუმენტში გარკვეული ხარვეზები დაადგინა, რომლებიც გენ. გეგმაზე მომუშავე ჯგუფს გადაეგზავნა. რევაზ სოხაძის განცხადებით, ჯგუფს ხარვეზების გასასწორებლად 10 -დღიანი ვადა მიეცა.

აღნიშნულ საკითხს საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბექა დავითულიანიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებული შენიშვნები ძირითადად ზონირების, ტრანსპორტის განვითარებისა და მშენებლობის საკითხებს ეხება.

ბექა დავითულიანმა საკრებულოს ოპოზიციის ბრალდებებს აბსურდული უწოდა და მათ კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა