„ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭო“ კოტე ზალდასტანიშვილის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს

„ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭო“ ამ ორგანიზაციის დამფუძნებელისა და პირველი გენერალური მდივანის, კოტე ზალდასტანიშვილის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, - აღნიშნულ სამძიმრის წერილს „ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს“ გენერალური მდივანი სანდრო ჭუმბურიძე ავრცელებს.

”ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს“ დირექტორთა საბჭოს, მენეჯმენტისა და საბჭოს წევრთა სახელით ვუსამძიმრებთ ბატონ კოტეს ოჯახს. ქართულმა დიპლომატიურმა ოჯახმა გამორჩეული ადამიანი, დიპლომატი და მოქალაქე კოტე ზალდასტანიშვილი დაკარგა. ძალიან მიჭირს ვისაუბრო დღეს კოტეზე, როგორც ამ ქვეყნიდან უკვე წასულ ადამიანზე. ღირსება, პრინციპი, პროფესიონალიზმი, ოჯახისა და ქვეყნის სიყვარული - ეს იყო მისი ცხოვრების კრედო.

არაჩვეულებრივი მეუღლე, შვილებისთვის შეუდარებელი მამა, შვილიშვილებისთვის დაუღლელი ბაბუა... მეგობრებისთვის თავდადებული ადამიანი, რომელიც ყოველთვის მზად იყო ყურადღებისა და თანადგომისთვის. არ დამავიწყდება მისი განსაკუთრებული მონდომება და მხარდაჭერა, როდესაც 2013 წელს „ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭოში“ თავისი მემკვიდრეობა ჩამაბარა.

ყველგან, სადაც კოტე ზალდასტანიშვილმა იმუშავა, მის კოლეგებსა და მეგობრებს დაამახსოვრდათ როგორც უაღრესად მშრომელი და საქმის ერთგული ადამიანი. წარმოუდგენელი იყო მისთვის მოვალეობის ჯეროვნად შეუსრულებლობა... და შეასრულა კიდეც... მიუხედავად მძიმე და უკურნებელი სენისა, კოტე, როგორც საქართველოს მოქმედი ელჩი ავსტრიაში, ბოლო წუთამდე ასრულებდა ამ საპატიო მოვალეობას და სხვაგვარად ვერც წარმოედგინა.

ვიხსენებ რა საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან ჩვენი თაობის იმ ღირსეულ წარმომადგენლებს, რომლებმაც შექმნეს თანამედროვე ქართული დიპლომატიის ისტორია, მინდა განსაკუთრებულად აღვნიშნო, რომ კოტე ზალდასტანიშვილს ამ გუნდში გამორჩეული ადგილი უკავია.

ჩემი ოჯახის სახელით მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა და თანავუგრძნო კოტეს ოჯახს, მის მეგობრებსა და ქართულ დიპლომატიურ კორპუსს“, - აღნიშნულია სანდრო ჭუმბურიძის სამძიმრის წერილში.

-

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა