ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი სახალხო დამცველს შეხვდა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე და კომიტეტის წევრები დღეს სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას შეხვდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტიდან აცნობეს, შეხვედრაზე თანამშრომლობისა და კომიტეტის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ისაუბრეს.

„ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მჭიდრო თანამშრომლობა გვქონდეს სახალხო დამცველის ინსტიტუტთან და ამ მჭიდრო თანამშრომლობით გავზარდოთ ჩვენს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხი. შესაბამისად, დღეს შევიკრიბეთ, რათა დავგეგმოთ, თუ როგორ ვაპირებთ თანამშრომლობას. დარწმუნებული ვარ, სახალხო დამცველსაც ზუსტად იგივე დამოკიდებულება აქვს. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთმანეთთან არა ოპონირების, არამედ თანამშრომლობის რეჟიმში. განსაკუთრებით, ჩვენს კომიტეტს ეკისრება ეს ფუნქცია“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

სახალხო დამცველის განცხადებით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი სახალხო დამცველისთვის არის მთავარი საკონტაქტო კომიტეტი.

„ეს არის პირველი შეხვედრა კომიტეტსა და სახალხო დამცველს შორის. ჩვენ ბევრ საკითხზე ვისაუბრებთ, მათ შორის, ჩვენი თანამშრომლობის ფორმატზე და სამომავლო გეგმებზე“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მისი ინფორმაციით, სახალხო დამცველის ანგარიში უნდა წარედგინოს პარლამენტს მარტის თვეში, ხოლო თებერვალში უნდა მოხდეს წინა ანგარიშში წარმოდგენილი რეკომენდაციების შესრულების განხილვა. „თებერვლის თვეში შედგება შესაბამისი უწყებების მოსმენა, თუ რა ეტაპზეა სახალხო დამცველის ანგარიშებში ასახული რეკომენდაციების შესრულება“, - აღნიშნა სახალხო დამცველმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა