არასაპარლამენტო ოპოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ევროსასამართლოში ასაჩივრებს

არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ასაჩივრებენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „თავისუფალი საქართველოდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაცით, სარჩელზე ხელმომწერი უკლებლივ ყველა ოპოზიციური პარტია იქნება, რაც უპრეცედენტო მოვლენაა ევროპის უახლეს ისტორიაში. სტასბურგში სარჩელი წარდგენილი იქნება 2018 წლის იანვრის მეორე ნახევარში და იქვე გაიმართება მისი პრეზენტაცია ევროპის წამყვანი პოლიტიკური ჯგუფებისთვის.

არასაპარლამენტო პარტიებმა აღნიშნული საკითხი დღეს „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში, ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრაზე განიხილეს. გარდა ამისა, იმსჯელეს კონსტიტუციის რეფორმის პროექტზე.

როგორც „თავისუფალი საქართველო“ აცხადებს, პარტიები თანხმდებიან, რომ მიმდინარეობს წინა ე.წ. „რეფორმის“ შემდეგ დამახინჯებული კონსტიტუციის კიდევ უფრო დამახინჯება. აღნიშნულ საკითხზე პარტიებმა მიიღეს გადაწყვეტილება, მომზადდეს ერთობლივი მიმართვა ვენეციის კომისიისთვის.

არასაპარლამენტო პარტიებმა, ასევე, განიხილეს ვანი-ხონის საარჩევნო ოლქში გაზაფხულზე დაგეგმილი პარლამენტის შუალედური არჩევნები. ერთობლივი შეთანხმების მიხედვით, როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო ოპოზიცია არჩევნებზე ერთიანი კანდიდატით უნდა წარდგეს.

მათივე ცნობით, კანდიდატის შერჩევისთვის უნდა გაიმართოს წინასწარი კონსულტაციები. არასაპარლამენტო ოპოზიცია მოუწოდებს ყველა რეალურ პოლიტიკურ ძალას, თავი შეიკაონ შუალედურ არჩევნებზე საკუთარი კანდიდატების დასახელებისგან, სანამ არ იქნება მიღებული ერთობლივი ოპოზიციური გადაწყვეტილება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს