ინტერნეტის საბითუმო მომსახურებაზე დაწესებული ტარიფები განახევრდა

ინტერნეტის საბითუმო მომსახურებაზე დაწესებული ტარიფები განახევრდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, კომისიის თავმჯდომარის, კახი ბექაურის განცხადების შესაბამისად, მომსახურების მიმწოდებელ ავტორიზებულ პირებთან ხარჯზე ორიენტირებული ტარიფების დაწესების მიმართულებით, კომისია ბოლო თვეების განმავლობაში აქტიურად მუშაობდა.

როგორც კომისია აცხადებს, მომსახურების მიმწოდებელ პროვაიდერებთან პირველი ეტაპის სამუშაო პროცესის დასრულების შედეგად, ინტერნეტის გლობალურ რესურსებთან დაშვების საბითუმო მომსახურებაზე არსებული ტარიფი, 32 ლარის ოდენობით, 30 დეკემბრიდან განახევრდება.

სიმძლავრე მგბ/წმ-ში 2017 წლის პირველ ივნისამდე

(ლარი) 2017 წლის პირველი ივნისიდან (ლარი) 2017 წლის 30 დეკემბრიდან

(ლარი) ტარიფის შემცირება, (ლარი) ტარიფის შემცირება, %-ში

1-50 32 28 19 13 40%

51-100 32 27 18 14 44%

101-200 31 26 17 14 45%

201-500 30 25 16 14 47%

501-2000 29 23 15 14 48%

2001-10 000 29 22 14.5 14,5 50%

კომისია ასევე განაგრძობს მუშაობას ინტერნეტის ქსელით მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების კომპლექსური კვლევისა და ანალიზის მიმართულებით, რაც ინტერნეტის საცალო მომსახურებასთან მჭიდროდ დაკავშირებული საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტების რეგულირებას ითვალისწინებს, მათ შორის: მაგისტრალურ არხებთან დაშვებას, ციფრული სისტემების ტერმინალურ ელემენტებთან და მათ რესურსებთან დაშვებას, ოპტიკურ-ბოჭკოვანი წყვილებთან დაშვებას.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული მიზნების უზრუნველსაყოფად, NGA-და NGN ტექნოლოგიაზე დაფუძნებული საბითუმო მომსახურებების, ოპტიკური კაბელის/ძარღვის იჯარის, „Ethernet“ და “DWDM“ მონაცემების გადაცემის მომსახურების, მათ შორის, „lambda”-ს მომსახურების ტარიფების მომავალზე ორიენტირებული, გრძელვადიანი ნაზარდი დანახარჯების „LRIC“ მოდელის შემუშავებისა და საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვაზე კომისიამ ტენდერი გამოაცხადა.

კომისიის ცნობით, აღნიშნული ტენდერის ფარგლებში, ბაზრის მონაწილეებთან და დაინტერესებულ პირებთან კონსულტაციების შედეგად, კომისია მომავალზე ორიენტირებული გრძელვადიანი ნაზარდი დანახარჯების LRIC მოდელს შეიმუშავებს, რომლის საშუალებითაც საბითუმო მომსახურებებზე ტარიფები ეფექტური ოპერატორის მიერ გაწეული დანახარჯების საფუძველზე დადგინდება.

კომისია უახლოეს მომავალში ასევე ფიქსირებული ინტერნეტის საცალო მომსახურების ხარისხის მონიტორინგს და ინტერნეტის საცალო მომსახურების ბაზარზე ალტერნატიული ოპერატორებისათვის დაშვებისა და ურთიერთჩართვის პირობების, მათ შორის მომავალი თაობის (NGA) პასიურ და აქტიურ ქსელურ საშუალებებთან დაშვების პირობების მარეგულირებელი ერთიანი წესების შესახებ კომისიის დადგენილების შემუშავებას გეგმავს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა