თბილისის მოსახლეობის ნაწილს, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, ელექტრომომარაგება შეეზღუდება

თბილისის მოსახლეობის ნაწილს, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, ხვალ ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს. მათივე ცნობით, შეზღუდვა შეეხება საბურთალოს რაიონში პეკინის გამზირის, გამსახურდიას I, II კვარტლების, კოსტავას, ჭაბუკიანის და ხვიჩიას ქუჩების მაცხოვრებლებს 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის, სოფელი ზურგოვანის შარტავას და იოსებიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, ლორთქიფანიძის, ჩახავას, გეგეჭკორის და ჩხეიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფანასკერტელი-ციციშვილის და ლიხაურის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება კედიას ქუჩის მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის I მიკრორაიონის, მშველიძის, ხელოვანთა, შანდორ პეტეფის და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩების მცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლარსის, ჩხეიძის, პეტრიაშვილის და კეკელიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შანიძის, გოგებაშვილის, რჩეულიშვილის, თერგის, გალის და ბაშალეიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება მუხიანის I მიკრორაიონის მცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება მუხიანის II მიკრორაიონის მცხოვრებლებს.

12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის და ფორე მოსულიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა