ირაკლი კობახიძე კონსტანტინე ზალდასტანიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გამორჩეული ქართველი დიპლომატის, ბატონი კონსტანტინე ზალდასტანიშვილის გარდაცვალების გამო. კონსტანტინე ზალდასტანიშვილს მიუძღვის უდიდესი დამსახურება საქართველოს წინაშე. მას განსაკუთრებული წვლილი აქვს შეტანილი ჩვენი ქვეყნის ევროპულ ოჯახში დაბრუნების საქმეში. კონსტანტინე ზალდასტანიშვილი დააკლდება ქართულ დიპლომატიას. საქართველოს პარლამენტის სახელით, ვუთანაგრძნობ მის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და კოლეგებს“, - აღნიშნულია ირაკლი კობახიძის განცხადებაში, რომელსაც საქართველოს პარალმენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ცნობისთვის, ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლი კონსტანტინე ზალდასტანიშვილი გუშინ გარდაიცვალა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს