თამარ ჩუგოშვილი - ფრაქციების შემადგენლობასთან დაკავშირებით მმართველ გუნდში კითხვები არ არის, მაგრამ ტექნიკური საკითხები მოსაწესრიგებელია

ფრაქციების შემადგენლობასთან დაკავშირებით მმართველ გუნდში კითხვები არ არის, მაგრამ ტექნიკური საკითხები მოსაწესრიგებელია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, სწორედ საორგანიზაციო საკითხებიდან გამომდინარე მოხდა დღეს დაგეგმილი ბიუროს სხდომის ხვალისთვის გადადება. ჩუგოშვილის მტკიცებით, პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართულ შეხვედრაზე ფრაქციებს საკითხზე არ უმსჯელიათ.

„ამ შეხვედრაზე არ ყოფილა ფრაქციებზე საუბარი, რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებზე გვქონდა საუბარი. რაც შეეხება ფრაქციების საკითხს, ხვალინდელ ბიუროზე გახდება ცნობილი შემადგენლობა“, - აღნიშნა ჩუგოშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში ორი ახალი ფრაქციის შექმნა იგეგმება, რომელსაც ბიძინა გეგიძე და გოჩა ენუქიძე უხელმძღვანელებენ. გარდა ამისა, დაგეგმილია დეპუტატების გადაჯგუფება უმრავლესობაში შემავალ სხვადასხვა ფრაქციებს შორის.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს