რუსთავის თეატრში საგანმანათლებლო ინოვაციური პროექტის - Izrune. Ge-ს პრეზენტაცია მოეწყო

რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიულ დრამატულ თეატრში, საგანმანათლებლო ინოვაციური პროექტის - Izrune. Ge-ს პრეზენტაცია მოეწყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს, ღონისძიებას რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე კახა კობერიძე, მერის მოადგილე გოჩა ლორია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადილე ნინო ტაბატაძე, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი თამარ ხეჩიკაშვილი, საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები, დირექტორები, პედაგოგები და მშობლები დაესწრნენ.

სოციალური პროექტის დეტალები თეატრში შეკრებილ საზოგადოებას, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის -,,ეტალონის’’ და Izrune. ge-ს ავტორმა გოჩა ტყეშელაშვილმა გააცნო.

,,ეტალონის’’ შემოქმედებითი ჯგუფი ახალი წლიდან მოსწავლეებს, ინოვაციურ პროექტს სთავაზობს, რომლის განსახორციელებლად, საგანმანათლებლო პორტალი Izrune. ge შეიქმნა. ყოველი თვის ბოლოს, ინდივიდუალურად, თითოეულ ბავშვზე მორგებული ინტელექტუალური ტესტის შევსებას, საიტზე დარეგისტრირებული ყველა მოსწავლე ონლაინ რეჟიმში შეძლებს.

რუსთავი აღნიშნული პროექტის სოციალური პაკეტით ისარგებლებს, მოსწავლეებს და მშობელებს საიტით სარგებლობა სიმბოლურ ფასად, მხოლოდ ერთ ლარად შეეძლებათ. პროექტის მიზანია, მოსწავლეების მშობლებს მიეცეთ საშუალება, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, იზრუნონ შვილების განათლებაზე, პირადად შეაფასონ შვილების განათლებისა და უნარ-ჩვევების დონე.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა