ირაკლი ბენდელიანი - კომპანია “ელფთან“ დაკავშირებით, რომელიც თბილისის ბაგა-ბაღებს საკვები პროდუქტებით ამარაგებდა, გამოძიება რამდენიმე თვეა მიმდინარეობს

თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ბენდელიანის განმარტებით, კომპანია “ელფთან“ დაკავშირებით, რომელიც თბილისის ბაგა-ბაღებს საკვები პროდუქტებით ამარაგებდა, რამდენიმე თვეა მიმდინარეობს გამოძიება.

მისივე განცხადებით, გამოძიების მიუხედავად, აღნიშნულ კომპანიას ხელი არ შეშლია ტენდერის პროცედურებში მიეღო მონაწილეობა.

რადიო “პალიტრის“ გადაცემაში “რეზიუმე“ თბილისის მერის მოადგილემ კიდევ ერთხელ განმარტა, თუ რას ედავება თბილისის მერია კომპანია “ელფს“.

“ის მომენტი, რომ კომპანიაში პროკურატურის შესვლა და ტენდერის დღე ერთმანეთს საეჭვოდ დაემთხვა, შემიძლია გითხრათ, რომ დაემთხვა კონკრეტული ბოლო პოზიცია, ხოლო გამოძიება პროკურატურაში რამდენიმე თვეა მიმდინარეობდა. დამთხვევა რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა - ჩვენ ველოდებოდით სურსათის უვნებლობის სააგენტოდან შესაბამის წერილებს, რაც ბოლო დღეს მივიღეთ. იმ ღამითვე დამუშავდა დოკუმენტაცია. ამ პროცედურას არანაირად ხელი არ შეუშლია სატენდერო პროცედურებისთვის. ამ კომპანიამ სატენდერო პროცედურებში მიიღო მონაწილეობა, თავისი შემოთავაზებები დააყენა და თვითონაც აღიარებენ, რომ ხელი არ შეშლიათ. პროკურატურაში საქმე აღძრული იყო კვების მომსახურებასთან დაკავშირებით, საბიუჯეტო სახსების გაფლანგვის მიმართულებით. ამას დაემატა მეორე საკითხი - საუბარია ხელშეკრულების პირობებთან შეუსაბამო პროდუქტების მიწოდებაზე“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

მისი თქმით, კომპანიას ბაღებში ნატურალური რძისგან დამზადებული პროდუქტი უნდა შეეტანა, მაგრამ რეალურად მათ მიერ შეტანილი პროდუქტი ნატურალური რძისგან არ იყო დამზადებული.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო