პანკისის ხეობაში დაჭრილის მამა - ამ პლანეტაზე თუ სადმე არსებობს სამართალი, ყველაფერს მივმართავ

ძალიან მძიმეა ჩემი შვილის მდგომარეობა, ექიმები არ გვაძლევენ იმედს და გვეუბნებიან, მხოლოდ სასწაული გადაარჩენსო, - ამის შესახებ, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაჭრილითერმილან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით აპირებს სამართლებრივ ბრძოლას, რადგან მიაჩნია, რომ მისი შვილის მიმართ არსებული ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება.

„სამართალდამცავებმა კარების ჩამტვრევისთანავე ესროლეს ჩემს შვილს. ამის შემდეგ გარეთ დაგვაწვინეს და არ მოგვცეს მისი ნახვის საშუალება. ჩაგვკეტეს ოთახებში და არანაირი ინფორმაცია არ გვქონდა. დაჭრის შემდეგ ერთ საათში გადაგვიყვანეს საავადმყოფოში.

ჩემს სახლში გასაჩხრეკი არაფერი ყოფილა, არასდროს გვქონია იარაღი, ხოლო ხელყუმბარა ჩადებულია. როგორ წარმოგიდგენიათ, ბალიშის ქვეშ ამოიდებდა ვინმე ხელყუმბარას?! რაც შეეხება მისი თურქეთში ყოფნის მიზეზს, მე თვითონ წავიყვანე თურქეთში ჩემი შვილი თხილის დასაკრეფად. ჩემი შვილი 19 წლისაა, ახმედ ჩატაევს საიდან უნდა იცნობდეს?! თუ ჩემი შვილი იყო ეჭვმიტანილი, ან სადმე დაებარებინათ, ან სადმე აეყვანათ, ჩემთვის ეთქვათ და მე თვითონ მივიყვანდი, 18 წლის ბავშვს საწოლში ესროლეს. ეს ხდება თქვენთან, საქართველოში, სხვაგან ასეთი რამ არ ხდება. ამ პლანეტაზე თუ სადმე არსებობს სამართალი, ყველაფერს მივმართავ. რატომ გაწირეს ჩემი შვილი?!“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო