ჯანდაცვის კომიტეტი ხვალ ნარკოპოლიტიკის რეფორმასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს განიხილავს

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი ხვალ ნარკოპოლიტიკის რეფორმასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს განიხილავს.

საუბარია “სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონპროექტზე და მასთან დაკავშირებულ კანონებში ცვლილებებზე, რომელსაც ჯანდაცვის კომიტეტი პირველი მოსმენით იხილავს.

როგორც საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორები განმარტავენ, ცვლილებები მიზნად ისახავს ახალი ნარკოპოლიტიკის შემოღებას, რომლის ფარგლებშიც რეპრესიული სისხლისსამართლებრივი მექანიზმების ნაცვლად, აქცენტი მკურნალობაზე, რეაბილიტაციასა და პრევენციაზე ორიენტირებულ პროგრამებზე გაკეთდება.

კანონპროექტების ავტორია საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა, ინიციატორები კი, პარლამენტის წევრები: აკაკი ზოიძე, ლევან კობერიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, ირინე ფრუიძე და სოფიო ქაცარავა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა