სოფელ დუისში ხვალ უხუცესთა საბჭო შეიკრიბება

პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, ხვალ, 12:00 საათზე სოფელ დუისის კულტურის სახლთან უხუცესთა საბჭოს შეკრება გაიმართება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ორგანიზატორებმა განუცხადეს, ხეობის უხუცესთა საბჭოს წევრები და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები სპეცოპერაციის დროს ახალგაზრდის დაჭრას და 5 ადგილობრივის დაკავების შესახებ განცხადებას გაავრცელებენ.

მათი შეფასებით, ღამით ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სამართალდამცველებმა უფლებამოსილებას გადაამეტეს, რის გამოც ისინი შესაბამის უწყებებს სასწრაფო რეაგირებისა და გამოძიებისკენ მოუწოდებენ.

სუს-მა დღეს 5 პირი დააკავა, აქედან 4 პანკისში, ერთი კი - თბილისში. ყველა მათგანს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას განეიტრალებულ პირებთან კავშირი და მათი დახმარება ედება ბრალად. პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ერთი პირი დაიჭრა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა