უმარ იდიგოვი - პანკისის ხეობაში “ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენლებს საერთოდ ვერ ვხედავ

პანკისის ხეობაში “ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენლებს საერთოდ ვერ ვხედავ, - ამის შესახებ Palitranews-ის გადაცემა “360 გრადუსში“ კავკასიის ხალხთა ინტეგრაციის ფონდის პრეზიდენტმა უმარ იდიგოვმა განაცხადა.

“ყველაფერი, რაც ხდება, რატომ უნდა ხდებოდეს პანკისის ხეობაში?! შევარდნაძის დროს იყო გატაცებები ჩეჩენი ბოევიკების, მერე სააკაშვილის დროს გაგრძელდა. ვფიქრობდი, რომ ივანიშვილის დროს სიტუაცია ჩაწყნარდებოდა. ჩვენი სპეცსამსახურები პირველად არ ატარებენ ასეთ სულელურ სპეცოპრაციას“, - აღნიშნა იდიგოვმა თბილისსა და პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციებზე საუბრისას.

იდიგოვის თქმით, რომ არა გარანტიები, ახმედ ჩატაევი საქართველოში არ ჩამოვიდოდა. “მთავარია, ვინ დაუძახა მათ აქეთ. ჩატაევს ყოველთვის აძლევდნენ გარანტიებს, რომ მას საქართველოში არაფერი მოუვიდოდა. ამას ქართულ ენაზე ეუბნებოდნენ. ჩატაევი ყოველთვის ფიქრობდა, რამდენად რეალური იყო ეს. ჩატაევი აქ არ ჩამოვიდოდა, ვინმეს მისთვის 100%-იანი გარანტია რომ არ მიეცა და დარწმუნებული რომ არ ყოფილიყო. მას ვიღაცამ ასეთი გარანტია მისცა. აქ არის ის ხალხი, ვინც ჩატაევს დაუძახა“, - განაცხადა კავკასიის ხალხთა ინტეგრაციის ფონდის პრეზიდენტმა.

იდიგოვის ინფორმაციით, თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპრაციის დროს მოკლულთა გვამებს ნათესავებს გადასცემენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა