ლევან გოგიჩაიშვილი - სპეცოპერაციებთან დაკავშირებით გასაჯაროვდება მხოლოდ იმ რაოდეობის ინფორმაცია, რაც სახელმწიფოს არ დააზარალებს

შესაძლოა არასამთავრობოებს აქვთ სურვილი, მოიპოვონ ინფორმაცია სპეცოპერაციებთან დაკავშირებით, მაგრამ მოიპოვებენ იმ რაოდენობის ინფორმაციას, რამდენსაც გამოძიება ჩათვლის საჭიროდ, - ამის შესახებ„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა.

დეპუტატის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით გასაჯაროვდება მხოლოდ იმ რაოდეობის ინფორმაცია, რაც სახელმწიფოს არ დააზარალებს. „პალიტრანიუსის’ ეთერში საუბრისას მან იმედი გამოთქვა, რომ გამოძიება მალე მივა ლოგიკურ დასასრულამდე.

„შესაძლოა არასამთავრობოებს აქვთ სურვილი, მოიპოვონ ინფორმაცია სპეცოპერაციებთან დაკავშირებით, მაგრამ მოიპოვებენ იმ რაოდენობის ინფორმაციას, რამდენსაც გამოძიება ჩათვლის საჭიროდ. იმდენი ინფორმაცია იქნება გამოტანილი, რამდენიც არ მიაყენებს ზიანს ჩვენ სახელმწიფოს. ადრე თუ გვიან, ყველა კითხვას გაეცემა პასუხი, თუ როგორ გადმოკვეთეს საზღვარი, ვინ ეხმარებოდა და ა.შ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს საქმე ბოლომდე მივა და დღევანდელი სპეცოპერაციაც აჩვენებს იმას, რომ მარტო ერთი ჯგუფი არ იყო.

ხელისუფლების მთავარი ამოცანაა, დაიცვას და უზრუნველყოს თავისი თანამოქალაქეების უსაფრთხოება. დაველოდოთ და წინ ნუ გავუსწრებთ მოვლენებს, რადგან სახელმწიფო არის თვთდაჯერებული, სახელმწიფო მუშაობს და, შესაბამისად, დღევანდელი ოპერაციაც ამის გამოვლინებაა. ჩვენ ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა