ექიმის ინფორმაციით, სპეცოპერაციის დროს დაჭრილის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა და ვითარების პროგნოზირება შეუძლებელია

სპეცოპერაციის დროს დაჭრილ თერილმან მაჩალიკაშვილს ოპერაცია ჩაუტარდა. ნეიროქირურგიული ოპერაცია დაახლოებით სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თელავის რეფერალური საავადმყოფოს ექიმმა ხათუნა ჭონიაშვილმა განუცხადა, ახალგაზრდას ქალა-ტვინის გამჭოლი ჭრილობა აქვს. მისივე თქმით, ამ ეტაპზე პაციენტის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა და ის მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში.

„ამ ეტაპზე ჯანმრთელობის მდგომარეობის პროგნოზირება შეუძლებელია. მიმდინარეობს ოპერაციის შემდგომი მკურნალობა. ოპერაციამ რაიმე გართულების გარეშე ჩაიარა“, - განაცხადა ექიმმა.

სუს-მა გუშინ 5 პირი დააკავა, აქედან 4 პანკისში, ერთი კი - თბილისში. ყველა მათგანს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას განეიტრალებულ პირებთან კავშირი და მათი დახმარება ედება ბრალად. პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ერთი პირი დაიჭრა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს