სოფელ დუისში დღეს უხუცესთა საბჭო შეიკრიბება

პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, დღეს, 12:00 საათზე სოფელ დუისის კულტურის სახლთან უხუცესთა საბჭოს შეკრება გაიმართება. როგორც "ინტერპრესნიუსს" ორგანიზატორებმა განუცხადეს, ხეობის უხუცესთა საბჭოს წევრები და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები სპეცოპერაციის დროს ახალგაზრდის დაჭრას და 5 ადგილობრივის დაკავების შესახებ განცხადებას გაავრცელებენ.

მათი შეფასებით, ღამით ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სამართალდამცველებმა უფლებამოსილებას გადაამეტეს, რის გამოც ისინი შესაბამის უწყებებს სასწრაფო რეაგირებისა და გამოძიებისკენ მოუწოდებენ.

სუს-მა გუშინ 5 პირი დააკავა, აქედან 4 პანკისში, ერთი კი - თბილისში. ყველა მათგანს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას განეიტრალებულ პირებთან კავშირი და მათი დახმარება ედება ბრალად. პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ერთი პირი დაიჭრა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა