შსს - მოქალაქე თინათინ შენგელიას თავის ტვინში აღენიშნება მრავლობითი სიმსივნური წარმონაქმნი და მისი მდგომარეობის დაკავშირება საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობასთან შეუძლებელია

პირველადი ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს დ.ხ.-ს რძლის - თ.შ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა დაკავშირებულია ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებასთან, ამ ეტაპზე არ შეიძლება ჩაითვალოს რელევანტურად, - ამის შესახებ ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც ახმეტის რაიონის სოფელ ქისტაურში, ჩხრეკის დროს 31 წლის თინათინ შენგელიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას ეხება.

უწყების ინფორმაციით, მოქალაქე თ.შ.-ს თავის ტვინში აღენიშნება მრავლობითი სიმსივნური წარმონაქმნი. მისი ამჟამინდელი მდგომარეობა განვითარებულია თავის ტვინში სიმსივნის ზრდით, რამაც გამოიწვია შემდგომი გართულებები. შსს-ს განცხადების თანახმად, ჩატარებულ ჩხრეკასთან დაკავშირებით არანაირი პრეტენზიები არ გააჩნიათ იმ ოჯახში, სადაც სამართალდამცავები, სასამართლოს შესაბამისი განჩინების საფუძვეზე, შესაბამის სამუაშაოებს აწარმოებდნენ.

„2017 წლის 21 დეკემბერს მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, პროკურორის შუამდგომლობით, თელავის რაიონულმა სასამართლომ ჩხრეკის ჩატარების თაობაზე გასცა განჩინება, რის საფუძველზეც, 22 დეკემბერს, დილის 08:00 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სოფელ ქისტაურში, მოქალაქე დ.ხ.-ს საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩაატარეს.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში შემოვიდა მოქალაქე დ.ხ.-ს შეტყობინება მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შესახებ. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ გამოიკითხნენ დ.ხ. და მისი ოჯახის წევრები, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის არაერთი მოსამსახურე, დაზუსტდა ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის ირგვლივ, რითაც ირკვევა, რომ ჩხრეკა მიმდინარეობდა ყოველგვარი იძულებისა და ძალადობის გარეშე, რის შესახებაც შედგა შესაბამისი ოქმი. ამასთან, იმავე დღეს მოხდა საქმეზე მოქალაქე დ. ხ.-სა და მისი ოჯახის წევრების მოწმის სახით გამოკითხვა, რა დროსაც მათ აღნიშნეს, რომ ჩატარებულ ჩხრეკასთან დაკავშირებით არანაირი პრეტენზია გააჩნიათ. ამოღებულია ჩხრეკის ამსახველი ვიდეომასალა.

პირველადი ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს დ.ხ.-ს რძლის - თ.შ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა დაკავშირებულია ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებასთან, ამ ეტაპზე არ შეიძლება ჩაითვალოს რელევანტურად, რადგან სამედიცინო კვლევებით დადასტურებულია, რომ მოქალაქე თ.შ.-ს თავის ტვინში აღენიშნება მრავლობითი სიმსივნური წარმონაქმნი. მისი ამჟამინდელი მდგომარეობა განვითარებულია თავის ტვინში სიმსივნის ზრდით, რამაც გამოიწვია შემდგომი გართულებები, ინტრაკრანიალური ჰიპერტენზია, შემდგომი კომატოზური მდგომარეობით, რისი დაკავშირებაც საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობასთან შეუძლებელია“, - აღნიშნულია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო