ჯანდაცვის კომიტეტი დღეს ნარკოპოლიტიკის რეფორმასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს განიხილავს

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი დღეს ნარკოპოლიტიკის რეფორმასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს განიხილავს.

საუბარია “სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონპროექტზე და მასთან დაკავშირებულ კანონებში ცვლილებებზე, რომელსაც ჯანდაცვის კომიტეტი პირველი მოსმენით იხილავს.

როგორც საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორები განმარტავენ, ცვლილებები მიზნად ისახავს ახალი ნარკოპოლიტიკის შემოღებას, რომლის ფარგლებშიც რეპრესიული სისხლისსამართლებრივი მექანიზმების ნაცვლად, აქცენტი მკურნალობაზე, რეაბილიტაციასა და პრევენციაზე ორიენტირებულ პროგრამებზე გაკეთდება.

კანონპროექტების ავტორია საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა, ინიციატორები კი, პარლამენტის წევრები: აკაკი ზოიძე, ლევან კობერიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, ირინე ფრუიძე და სოფიო ქაცარავა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო