მიხეილ გიორგაძე - არაჯანსაღი აჟიოტაჟისა და მითქმა-მოთქმიდან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება პირადად ვუხელმძღვანელო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პროექტს

კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ხელმძღვანელობასთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, იმ არაჯანსაღი მითქმა-მოთქმიდან გამომდინარე, რასაც ადგილი ჰქონდა ბოლო დღეებში, მიიღო გადაწყვეტილება, პროექტის ყველა მიმართულებას თავად უხელმძღვანელოს.

"ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის გადაუჭარბებლად სახელმწიფოებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე და იმ არაჯანსაღი აჟიოტაჟისა და მითქმა-მოთქმიდან გამომდინარე, რაც ბოლო დროს გავრცელდა, როგორც მედიაში ასევე სოციალურ ქსელებში, მივიღე გადაწყვეტილება, რომ პირადად ვუხელმძღვანელო ამ პროექტს და არა მხოლოდ პოლიტიკურ პასუხისმგებლობასა და ხელმძღვანელობას ვგულისხმობ, არამედ თითოეული მიმართულების ოპერაციულ ხელმძღვანელობას. მე პირადად ვუხელმძღვანელებ თითოეულ მიმართულებას, ოპერაციული და ტექნიკური საკითხების ჩათვლით", - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ხელმძღვანელი მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი უნდა ყოფილიყო, თუმცა მან პროექტი დატოვა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა