კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ყოველწლიური სამეცნიერო პრემია „თამარის“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართება

დღეს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ყოველწლიური სამეცნიერო პრემია „თამარის“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან აცნობეს, ღონისძიებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ალექსანდრე თევზაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, შოთა რუსთაველის ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილე ნინო გაჩეჩილაძე და ფონდის წარმომადგენლები, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი გიორგი კალანდია, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარიკა დარჩია და საკრებულოს წევრი თამარ ტალიაშვილი, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი გიორგი კვესიტაძე, წევრები - როინ მეტრეველი და ქეთევან ნემსაძე, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი მამა გიორგი ზვიადაძე, კსუ-ს პროფესორ-მასწავლებლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა კსუ-ში მოღვაწე მეცნიერების, მათი კვლევებისა და სხვა სამეცნიერო აქტივობების სტიმულირებისათვის ყოველწლიური სამეცნიერო პრემია „თამარი“ დააწესა. სამეცნიერო პრემია „თამარი“ კავკასიაში პროგრესული და ჰუმანური პოლიტიკის გამტარებლის, ინტელექტუალთა და ხელოვანთა მფარველის, საქართველოს მეფის - თამარის სახელს ატარებს. ცერემონიაზე კონკურსის წესით შერჩეული სამი გამარჯვებული გამოვლინდება. ფულადი პრემია შემდეგნაირად განისაზღვრა: I პრემია - 3750 ლარი (დარიცხული); II პრემია - 2500 ლარი (დარიცხული); III პრემია - 1250 ლარი (დარიცხული) წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერისთვის.

სამეცნიერო პრემია „თამარის“ დაჯილდოების ცერემონია წელს პირველად იმართება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო