პანკისში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი მართვით სუნთქვაზე რჩება

პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.

როგორც "ინტერპრესნიუს" თელავის რეფერალური საავადმყოფოს ექიმმა განუცხადა, დაჭრილი ღრმა კომატოზური მდგომარეობით, რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

მაჩალიკაშვილს გუშინ ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. მას ქალა ტვინის გამჭოლი ჭრილობა აქვს.

ექიმებს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით პროგნოზის გაკეთება უჭირთ.

შეგახსენებთ, რომ პანკისსა და თბილისში მორიგი სპეცოპერაციები გუშინ ჩატარდა. დაკავებულია 5 პირი, მათ შორის 1 დაიჭრა. სუს-ის ინფორმაციით, პოლიცია იძულებული გახდა პროპორციული ძალა გამოეყენებინა, ვინაიდან თემირლან მაჩალიკაშვილმა წინააღმდეგობის გაწევა და ხელყუმბარის მოქმედებაში მოყვანა სცადა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა