საქართველოს ელჩმა კატარის სახელმწიფოში ქვეყნის ემირის მოადგილეს რწმუნებათა სიგელები გადასცა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კატარის სახელმწიფოში ნიკოლოზ რევაზიშვილმა კატარის ემირის მოადგილეს, მის უმაღლესობას შეიხ აბდულა ბინ ჰამად ალ თანის რწმუნებათა სიგელები გადასცა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოფიციალური ცერემონიის შემდეგ გამართულ აუდიენციაზე ემირის მოადგილემ საქართველოს ელჩს მიულოცა თანამდებობაზე დანიშვნა და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და კატარს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და განიხილეს თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობები, მათ შორის ინვესტიციების, ტურიზმის და ვაჭრობის სფეროში.

რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონია ემირის სასახლეში გაიმართა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს