ბორჯომის მუნიციპალიტეტმა 586 სოციალურად დაუცველ ოჯახს გათბობით უზრუნველყოფისთვის ფულადი დახმარება გაუწია

ბორჯომის მუნიციპალიტეტმა 586 სოციალურად დაუცველ ოჯახს გათბობით უზრუნველყოფისთვის ფულადი დახმარება გაუწია, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბორჯომის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

ბორჯომის მერის ლევან ლიპარტიას თქმით, 100-100 ლარი ბორჯომში მცხოვრებ ყველა იმ ოჯახს ჩაერიცხა, რომლებიც დარეგისტრირებულები არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და უფიქსირდებათ 60 000 ან მასზე ნაკლები ქულა.

„ზამთრის სეზონზე მოსახლეობის დანახარჯი უფრო მეტია. ჩვენს მიერ გამოყოფილი თანხა მართალია მოკრძალებულია, თუმცა ვფიქრობთ, შეღავათი იქნება საშეშე მერქნის შესაძენის დროს, ასევე მოხმარებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის გადასახადის დაფარვისას. უახლოეს დღეებში ჩვენ საახალწლოდ მოქმედი სოციალური პროგრამის ფარგლებში 100 ლარით დავეხმარებით კიდევ 377 ოჯახს“, - აღნიშნა მერმა.

ინიციატივის განხორციელებისთვის ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 58 600 ლარი გაიხარჯა. თანხა თითოეულ ბენეფიციარს პირად ანგარიშზე ჩაერიცხა. აღსანიშნავია, რომ ინიციატივა პირველი არ არის და ის მუნიციპალიტეტის მიერ ყოველწლიურად ხორციელდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო