ერაყსა და სირიაში ბრძოლას ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ათასამდე „ბოევიკი“ აგრძელებს. ამის შესახებ საერთაშორისო კოალიციის წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა რაიან დილონმა განაცხადა.
„ბოლო შეფასებებით, სირიისა და ერაყის ტერიტორიაზე ათასამდე მებრძოლი რჩება“, - განაცხადა დილონმა.
მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლის საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ბრეტ მაკგერკი 3 000 ტერორისტის არსებობას ადასტურებდა.