მთავრობა განახლებული შემადგენლობით პირველ და წლის ბოლო სხდომას მართავს

პარლამენტის მიერ ნდობის გამოცხადების შემდეგ, მთავრობა განახლებული შემადგენლობით პირველ სხდომას მართავს.

წლის ბოლო მთავრობის სხდომის დღის წესრიგში შეტანილია 52 საკითხი, მათ შორის, მინისტრთა კაბინეტი 2016-2020 წლების საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმას დაამტკიცებს. ასევე, მთავრობა მასობრივი თავშეყრის ობიექტების განსაზღვრისა და მათი მფლობელების მიერ მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის წესსა და პირობებს დაადგენს.

მოსალოდნელია, რომ სხდომაზე პრემიერი კვირიკაშვილი მიმდინარე - 2017 წელსაც შეაჯამებს.

შეგახსენებთ, რომ მთავრობაში სტრუქტურული რეორგანიზაცია განხორციელდა, რომელიც რამდენიმე სამინისტროს შერწყმა-გაერთიანებას ითვალისწინებდა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ახალგაზრდობის კომპონენტი შუერთდა და მინისტრად მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა, ხოლო სპორტის ნაწილი კულტურის სამინისტროში გადავიდა. გარემოს დაცვის სამინისტრო და სოფლის მეურნეობის სამინისტრო გაერთიანდა. ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს კი ენერგეტიკის სამინისტრო შეუერთდა. ასევე ეკონომიკის სამინისტროში შევიდა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბუნებრივი რესურსების კომპონენტი.

აღნიშნული ცვლილებების შესაბამისად, აღარ იარსებებს: - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო და ენერგეტიკის სამინისტრო.

გარდა ამისა, მთავრობის ფარგლებში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი აღარ არსებობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა