აშშ-მა ჩრდილოეთ კორეის სამხედრო მრეწველობისა და „მუშათა პარტიის“ ცენტრალური კომიტეტის წარმომადგენლებს სანქციები დაუწესა

აშშ-მა ჩრდილოეთ კორეის სამხედრო მრეწველობისა და „მუშათა პარტიის“ ცენტრალური კომიტეტის წარმომადგენლებს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ს ფინანსთა დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

”შავ სიაში” მოხვდნენ სამხედრო მრეწველობის განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილე კიმ ჩენ სიკი და „მუშათა პარტიის“ ცენტრალური კომიტეტის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე ლი ფხიონ ჩხოლი.

სანქციების დაწესების მიზეზად დასახელებულია „ჩრდილოეთ კორეის მიერ მასობრივი განადგურების იარაღის შექმნის გაგრძელება ვადა გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების დარღვევა“.

აშშ-ის ფინანსთა დეპარტამენტის ინფორმაციით, კიმ ჩენ სიკი და ლი ფხიონ ჩხოლი „წამყვან როლს თამაშობენ შეიარაღების შექმნისა და განვითარების პროგრამის ხელმძღვანელობაში, რომელიც გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს ეწინააღმდეგება“.

აღსანიშნავია, რომ „მუშათა პარტიის“ სამხედრო მრეწველობის განყოფილება პასუხისმგებელია ბალისტიკური რაკეტების შექმნის პროგრამის კონტროლზე.

სანქციების ქვეშ მოხვედრილ პირებს აეკრძალებათ აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლა, ხოლო მათი საბანკო ანგარიშები ამერიკულ ბანკებში გაყინული იქნება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა