გიორგი კვირიკაშვილი - კონსტანტინე ზალდასტანიშვილი იყო ადამიანი, რომელიც ყველას გვეამაყებოდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომა ავსტრიაში საქართველოს ელჩის კონსტანტინე ზალდასტანიშვილის გარდაცვალების გამო სამძიმრით დაიწყო.

პრემიერის შეფასებით, ზალდასტანიშვილის გარდაცვალება დიდი დანაკლისია, როგორც პირადად მისთვის, ისე ქართული დიპლომატიისა და მთელი ქვეყნისთის.

„მთავრობის სხდომა მინდა დავიწყო იმ ადამიანზე საუბრით, რომელიც ყველა ჩვენგანისთვის და ბევრისთვის ამ დარბაზში ახლო მეგობარიც იყო. ძალიან მიჭირს კოტე ზალდასტანიშვილზე წარსულ დროში საუბარი, სულ რამდენიმე დღის წინ გვქონდა ბოლო კომუნიკაცია. მართლაც გამორჩეული ქართველი, ჩვენი მეგობარი, ჩვენი დილომატიის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი და ისეთი ადამიანი იყო, რომელიც ყველას გვეამაყებოდა. ძალიან მძიმეა ეს დანაკარგი. მე პირადად მისგან იმ მოკლე პერიოდში, როდესაც ვიყავი საგარეო საქმეთა მინისტრი, ძალიან ბევრი რამ ვისწავლე და სასარგებლო რჩევა მივიღე მისგან. მას განსაკუთრებით უხაროდა, როდესაც უზიარებდა თავის გამოცდილებას და გამოცდილება მას ძალიან მდიდარი ჰქონდა. იყო ყოველთვის იქ, სადაც საქართველოსთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ყოველთვის გამორჩეულად იცავდა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. ძალიან მძიმე დანაკლისია ჩემთვის პირადად და მე ვიცი, რომ ყველა ჩვენგანისთვის“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა