გიორგი კვირიკაშვილი - ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით ვიწყებთ ახალი დღის წესრიგით მოქმედებას

ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით, 2017 წელს მთავარი მიღწევა ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა იყო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კვირიკაშვილმა 2017 წელი შეაჯამა და აღნიშნა, რომ მისი გუნდის მთავარი პრიორიტეტი სწორედ ევროპული და ევროატლანტიკური მიმართულებაა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს ამ მხრივ შორს მიმავალი მიზნები აქვს.

„ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ჩვენი გუნდის ცენტრალური და მთავარი პრიორიტეტი არის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, გამომდინარე იქიდან, რომ ამ ვექტორიდან გამომდინარეობს იმ რეფორმების მთავარი ხაზი, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს. ეს ვექტორი განსაზღვრავს ჩვენი შიდა რეფორმების უდიდეს ნაწილს. 2017 წელს მთავარი მიღწევა ამ მიმართულებით იყო უვიზო მიმოსვლა ევროკავშიერის ქვეყნებთან, რაც მთელი გუნდის ძალიან დიდი წარმატება იყო. ეს არ იყო, რა თქმა უნდა, მხოლოდ თავისუფალი მიმოსვლა, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ჟესტი ევროკავშირის მხრიდან, ეს იყო ნდობის გამოხატვა საქართველოს მიმართ. ჩვენ გვაქვს შორს მიმავალი მიზნები. საქართველოს საბოლოო მიზანი არის ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობა და სწორედ ამიტომ ჩვენ ვიწყებთ ახალი დღის წერიგით მოქმედებას, რომელიც არის “საგზაო რუკა ევროკავშირისკენ“ და ის გაცილებით უფრო ფართოა, ვიდრე ასოცირების ხელშეკრულება. ჩვენ ყველანი დარწმუნებული ვართ, რომ წარმატებით განვახორციელებთ ჩვენს პროგრამას“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ამავე დროს, უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად რჩება ნატო-ში ინტეგრაცია და ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობაც.

„რა თქმა უნდა, ორივე მიმართულებით ურთიერთობა გაღრმავდება“,- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს