IDFI - საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების პრემია/დანამატებზე ყოველწლიურად უფრო მეტი თანხა იხარჯება, ვიდრე სასამართლოს სხვა ყველა თანამშრომელზე ერთად

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 - 2017 წლების ფინანსური მონაცემების ანალიზის შედეგად კითხვები ჩნდება წლების განმავლობაში საბიუჯეტო სახსრების ოპტიმალურ განკარგვასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) კვლევაშია აღნიშნული.

კვლევის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოში შესული საქმეების მნიშვნელოვანი ზრდის ფონზე, დასაქმებული თანამშრომლების რაოდენობის კლება, მნიშვნელოვან კითხვებს აჩენს წლების განმავლობაში სასამართლოს ადმინისტრაციული რესურსისა და მათ წინაშე მდგარი ამოცანების გონივრულ თავსებადობასთან დაკავშირებით.

როგორც ორგანიზაციაში აღნიშნავენ, მოსამართლეთა საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე პრობლემურად უნდა შეფასდეს წლების განმავლობაში შესაბამისი დასაბუთების გარეშე მოსამართლეებზე პრემიებისა და სახელფასო დანამატების გაცემის პრაქტიკა. კერძოდ, 2012 წლიდან 2017 წლის აგვისტოს ჩათვლით საკონსტიტუციო სასამართლოს 9 მოსამართლეზე პრემიისა და დანამატის სახით გაცემულია დაახლოებით 2 მილიონი ლარი და ყოველწლიურად მათ პრემია/დანამატებზე უფრო მეტი თანხა იხარჯება, ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლოს სხვა ყველა თანამშრომელზე ერთად.

რაც შეეხება საბიუჯეტო სახსრების ხარჯვას, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ არარაციონალურ ხარჯვად შესაძლებელია შეფასდეს 2016-2017 წლებში საკონსტიტუციოსასამართლოს წევრების ავტოპარკის განახლებაზე გაწეული ხარჯები.

მათივე ცნობით, განსაკუთრებით აღსანიშნავია, 2017 წელს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისათვის 176 150 ლარად შესყიდული ავტომობილი, რაც შეუსაბამობაში მოდის საჯარო სექტორში ბოლო დროს ავტომობილების შესყიდვაზე გაწეული ხარჯებისოპტიმიზაციის კარგ პრაქტიკასთან.

ამასთან, IDFI-ში აცხადებენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში შიდა ფინანსური კონტროლის სამსახურის და შესაბამისისრულფასოვანი მექანიზმების არარსებობა, მნიშვნელოვნად ზრდის საბიუჯეტო სახსრების არარაციონალური განკარგვის რისკებს.

აღნიშნული რისკების შემცირების და სასამართლოს ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით ორგანიზაცია რეკომენდაციებსაც აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა უზრუნველყოს შიდა ფინანსური კონტროლის ეფექტიანი სისტემის დანერგვა, რომელიც უზრუნველყოფს საბიუჯეტო სახსრების რაციონალურ ხარჯვას, მათ შორის, სამსახურებრივი ავტომობილებით სარგებლობის, სამივლინებო, წარმომადგენლობითი და სხვა ხარჯების მიზნობრიობის კონტროლს;

„საკანონმდებლო ცვლილებების მეშვეობით, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო შესაბამისობაში უნდა მოვიდეს, საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ ახალი კანონის მიხედვით, უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებისათვის განსაზღვრულ ყოველთვიურ სარგოსთან. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შეიზღუდოს შესაბამისი დასაბუთების გარეშე პრემიებისა და სახელფასო დანამატების გაცემის არსებული პრაქტიკა;

საკონსტიტუციო სასამართლომ უზრუნველყოს ავტოპარკის ოპტიმალური განკარგვა; უზრუნველყოს აპარატის საშტატოს ნუსხაში სტრუქტურული ერთეულების ოპტიმალური ფორმირება, რაც გამორიცხავს აპარატში მაღალი რანგის თანამდებობის პირების პოზიციების ხელოვნურ შექმნას და დამატებით ბიუროკრატიულ ხარჯებს“, - აცხადებენ IDFI-ში.

სრული კვლევის ნახვა შესაძლებელია ლინკზე: https://idfi.ge/ge/administrative_expenses_of_the_constitutional_court_of_georgia_2011_2017

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს