ნინო ლომჯარია პანკისის სპეცოპერაციაზე - პროკურატურამ უნდა შეისწავლოს, ხომ არ ჰქონდა ადგილი სპეცრაზმის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტს

მთავარი ტვირთი ეკისრება პროკურატურას და ჩვენი რეკომენდაციაა, პროკურატურამ ობიექტურად და დროულად შეისწავლოს გარემოებები - ხომ არ ჰქონდა ადგილი სპეცრაზმის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტს და რამდენად იყო პროპორციული ძალის გამოყენება, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შეფასებისას განაცხადა, რა დროსაც თერმილან მაჩალიკაშვილი მძიმედ დაიჭრა.

ნინო ლომჯარიას განცხადებით, დაჭრილის ოჯახის და სუს-ის განცხადებები ურთიერთგამომრიცხავია, რის გამოც პროკურატურამ დროულად უნდა გამოიძიოს საქმე.

“ჩვენ კონტაქტზე ვართ დაჭრილის ოჯახის წევრებთან, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან. ჩვენი ინფორმაციით, ის ფაქტობრივი გარემოებები, რაზეც საუბრობს ერთი მხრივ, დაჭრილის ოჯახი და მეორე მხრივ, უსაფრთხოების სამსახური, არის ურთიერთგამომრიცხავი. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესში გამოძიების როლი. მთავარი ტვირთი ეკისრება პროკურატურას და ჩვენი რეკომენდაციაა, პროკურატურამ ობიექტურად და დროულად შეისწავლოს გარემოებები - ხომ არ ჰქონდა ადგილი სპეცრაზმის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტს და რამდენად იყო პროპორციული ძალის გამოყენება. ეს უნდა დაადგინოს გამოძიებამ და ჩვენ მივადევნებთ თვალს ამ საქმეს”, - განაცხადა ლომჯარიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა