გიორგი კვირიკაშვილი - რეგიონების განვითარება ჩვენი მომავალი პოლიტიკის ერთ-ერთი ცენტრალური ხაზი იქნება

რეგიონების განვითარება ჩვენი მომავალი პოლიტიკის ერთ-ერთი ცენტრალური ხაზი იქნება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„ვფიქრობ, თვითმმართველობის განვითარების მიმართულებით უკვე გადადგმული ნაბიჯები და მომავალში ჩვენი სტრატეგია, რომ გადავიტანოთ გადაწყვეტილების მიღების სიმძიმის ცენტრები რეგიონში, ქვემოდან ზემოთ ამომავალი პრიორიტეტებით ვიხელმძღვანელოთ ბიუჯეტის დაგეგმვისას და უფრო მეტი ფინანსური რესურსი მივცეთ რეგიონებს, ძალიან მნიშვნელოვან თვისობრივ ცვლილებას შეიტანს თვითონ რეგიონებში ცხოვრების დონის გაუმჯობესების კუთხით. ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც ძალიან დიდ ცვლილებას მოიტანს ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერმა მთავრობის მიერ 2017 წელს განხორციელებული საქმიანობა შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო