„ნიკორას“ თანამშრომლები კომპანიის აქციონერები ხდებიან

2018 წელს, „ნიკორას“ ბაზარზე არსებობის 20 წელი უსრულდება. საიუბილეო წელთან დაკავშირებით, კომპანიამ თანამშრომლებისთვის ახალი წლის განსხვავებულად მილოცვა გადაწყვიტა - ყველა თანამშრომელმა საჩუქრად „ნიკორა სუპერმარკეტის“ აქცია მიიღო და 2018 წლიდან, „ნიკორაში“ დასაქმებული 4000-ზე მეტი ადამიანი კომპანიის აქციონერი გახდება.

„ჩვენ ერთად შევძელით, ის რომ დღეს, „ნიკორა სუპერმარკეტი“ საცალო გაყიდვების უპირობო ლიდერია. ეს დიდი შრომის და იმ ადამიანების დამსახურებაა, ვინც 20 წლის განმავლობაში კომპანიის შექმნასა და განვითარებაში იღებდა მონაწილეობას. კომპანიისთვის უმნიშვნელოვანესი აქ დასაქმებული ადამიანებია, ამიტომ საიუბილეო წელთან დაკავშირებით, კომპანიის აქციონერების გადაწყვეტილებით თითოეულ თანამშრომელს საჩუქრად „ნიკორა სუპერმარკეტის“ აქციები გადაეცა.“-აცხადებს სს „ნიკორა ტრეიდის“ აღმასრულებელ დირექტორი დავით ურუშაძე.

შეგახსენებთ, რომ „ნიკორამ“ ფასიანი ქაღალდების გამოშვება რამდენჯერმე წარმატებით უზრუნველყო. 2016 წელს, სს „ნიკორა ტრეიდმა“ 5 მილიონი დოლარის, 2017 წლის ზაფხულში კი სს "ნიკორამ“ - 10 მილიონი დოლარის ღირებულების ობლიგაციები განათავსა.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა