გიორგი კვირიკაშვილი - საქართველო უნდა გადავაქციოთ რეგიონის სპორტული ტურიზმის ცენტრად

საქართველო უნდა გადავაქციოთ რეგიონის სპორტული ტურიზმის ცენტრად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კვირიკაშვილის თქმით, საქართველოსადმი ინტერესი სულ უფრო დიდია.

“საქართველო უნდა გადავაქციოთ რეგიონის სპორტული ტურიზმის ცენტრად, მით უფრო, რომ ჩვენი ქვეყნისადმი ინტერესი სულ უფრო დიდია”,- განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა ასევე ისაუბრა უნიკალური ძეგლების აღდგენით სამუშაოებზე, ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე.

”აღდგენითი სამუშაოები დავიწყეთ უნიკალურ ძეგლებზე, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში იყო მიტოვებული.

2018 წელს საქართველო იქნება მთავარი მასპინძელი ქვეყანა, საპატიო სტუმარი ფრანკფურკის წიგნის ფესტივალზე, სადაც ჩვენ ძალიან მაღალ დონეზე უნდა წარვადგინოთ ჩვენი ქვეყანა. ეს იქნება მთელი წლის განმავლობაში ღონისძიებების ერთობლიობა, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს არა მხოლოდ გერმანიის, არამედ საერთაშორისო მასშტაბით ჩვენი ქვეყანა წარვადგინოთ, როგორც ერთის მხრივ უძველესი კულტურის ქვეყანა, მეორე მხრივ დინამიური ქვეყანა ძალიან სწრაფად და საინტერესოდ განვითარებადი კულტურით, სხვადასხვა მიმართულებით, მეცნიერებით და დარწმუნებული ვარ, ეს იქნება წარმატებული წელი ამ მიმართულებითაც“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერმა ყურადღება გაამახვილა ტურიზმზე და აღნიშნა, რომ 2017 წელი ტურიზმში ძალიან კარგი წელი იყო.

“7 მილიონს გადააჭარბა ვიზიტორების რიცხვმა. ტურიზმი რჩება ინვესტიციებისთის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მამოძრავებელ ძალად. დარწმუნებული ვარ, რომ ამ მიმართულებით 2018 წელიც იქნება კიდევ უფრო წარმატებული“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა