პანკისში დაკავებული ბადურ ჩოფანაშვილი ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ ახმეტ ჩატაევს საერთოდ არ იცნობს

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებული ბადურ ჩოფანაშვილი ახმედ ჩატაევთან რაიმე კავშირს უარყოფს. როგორც მისმა ადვოკატმა დალი ბარბაქაძემ ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, ჩოფანაშვილისთვის უცნობია, საერთოდ რაზეა დაკავებული ან რას ედავებიან.

”თვითონ არაფერი იცოდა. მეკითხებოდა, რაზე ვარ დაკავებული იქნებ თქვენ იცოდეთო. მე რაც მასმედიის საშუალებით ვიცოდი, ის ვუთხარი და კატეგორიულად უარყოფს, არაფერ შუაში ვარ, სულ არ ვიცნობ ჩატაევსო. ვკითხე ნათესაურ კავშირზე, თუმცა ამბობს - არ ვიცნობ საერთოდ და არც ნათესაური კავშირი გვაქვსო. ფიქრობს, რომ სამართალდამცველ ორგანოებს ინფორმაცია მასზე არასწორად მიაწოდეს. იგი ამბობს: მძღოლი კაცი ვარ, 4 შვილი მყავს, ჩემთვის ვშრომობდი და სოფლიდან საერთოდ არც გავსულვარო, ქვეყნის საზღვრებიც არასდროს დამიტოვებიაო”, - აცხადებს ადვოკატი და აღნიშნავს, რომ დაკავებულებს ბრალს დღეს წარუდგენენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტის მიერ, გუშინ დილით თბილისსა და ახმეტის რაიონის სოფლებში, დუისსა და ომალოში დაკავებულ იქნა საქართველოს 5 მოქალაქე: ზურაბ გორნაკაშვილი, რუსლან ალდამოვი, რამაზ მარგოშვილი, ბადურ ჩოფანაშვილი და თემირლან მაჩალიკაშვილი. დაკავებული პირები დაკავშირებულები არიან 21-22 ნოემბერს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად განეიტრალებული დაჯგუფების წევრებთან და წარმოადგენდნენ მათ ხელშემწყობ პირებს.

თემირლან მაჩალიკაშვილი დაკავებისას შეეცადა წინაარმდეგობა გაეწია სამართალდამცავებისთვის, კერძოდ უნდოდა მოქმედებაში მოეყვანა ხელყუმბარა, რა დროსაც დანაშაულებრივი ქმედების აღსაკვეთად უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე გამოყენებული იქნა პროპორციული ძალა და მოხდა თემირლან მაჩალიკაშვილის მისამართით გასროლა, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა თავის არეში მიიღო ცეცხლნასროლი დაზიანება. იგი ამჟამად ჰოსპიტალიზირებულია.

გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ აღნიშნულმა პირებმა, უზრუნველყვეს ახმედ ჩატაევის და მისი თანამზრახველების ჯერ თურქეთის ტერიტორიაზე ტრანსპორტირება, მათი დროებითი საცხოვრებელი მისამართიდან საქართველოს საზღვრის კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთამდე, ხოლო შემდგომ დაეხმარნენ ამავე მონაკვეთით საქართველოში უკანონოდ შემოსვლაში. დაკავებულმა პირებმა ასევე უზრუნველყვეს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების თბილისამდე ჩამოყვანა, დახმარება გაუწიეს ბინის ქირაობასა და იარაღის მოძიებაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს