ნინო ლომჯარიას გადაწყვეტილებით, ომბუდსმენის აპარატის კუთვნილი “მერსედეს-ბენცი” გაიყიდება, თანხა კი ცენტრალურ ბიუჯეტს დაუბრუნდება

საქართველოს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას გადაწყვეტილებით, ომბუდსმენის აპარატის კუთვნილი ავტომანქანა “მერსედეს-ბენცი” გაიყიდება, თანხა კი ცენტრალურ ბიუჯეტს დაუბრუნდება.

როგორც ნინო ლომჯარიამ განაცხადა, 21 დეკემბრის ბრძანებით, ავტომობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გადაეცა, საიდანაც აუქციონის წესით გასხვისდება.

“ჩვენ ვერ ვხედავთ აპარატისთვის “მერსედეს-ბენცის” (GLA) მონაცემების და მოდელის მქონე ავტომანქანის საჭიროებას, მითუმეტეს, რომ ყოველწლიურად იზრდება მისი შენახვის ხარჯები, რაც გაუმართლებლად აზარალებს აპარატის ბიუჯეტს.

პროცედურის თანახმად, მომსახურების სააგენტო ავტომობილს აუქციონის წესით გაყიდის და მიღებულ თანხას ცენტრალურ ბიუჯეტს გადასცემს”, - აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

“მერსედეს-ბენცი” სახალხო დამცველის აპარატმა 2016 წელს შეიძინა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა