გიორგი კვირიკაშვილი - ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადავდგამთ, რომ არასრულწლოვანთა შორის ძალადობა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, შსს-ში კრიმინალური პოლიციის რეფორმა იწყება, საპატრულო პოლიცია გახდება უფრო მოქნილი და მოდერნიზებული, ხოლო ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა გაძლიერდება. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც მან სამთავრობო უწყებების მიერ დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა.

„2017 წლის განმავლობაში ჩვენ ევროპოლთან ძალიან მნიშვნელოვან ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი და ამ მიმართულებით თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება. სახელმწიფო პატრონაჟის ქვეშ მოექცევა არასრულწლოვანთა მიერ დანაშაულის ჩადენის პრევენციის საკითხი. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები განვახორციელეთ. კომპლექსურად ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადავდგამთ, მათ შორის, მასობრივი სპორტის და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისა და მთლიანად საზოგადოების ჩართულობის კონტექსტში, რომ არასრულწლოვანთა შორის ძალადობა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი“, - განაცახდა პრემიერმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს