გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრთა კაბინეტის ყოფილ და მოქმედ წევრებს, საჯარო მოხელეებს და მედიას მადლობა გადაუხდა

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მინისტრთა კაბინეტის ყოფილ და მოქმედ წევრებს, საჯარო მოხელეებს და მედიას მადლობას უხდის.

„მე მინდა მადლობა გადავუხადო კოლეგებს გაწეული სამუშაოსთვის, რომლებიც ჩვენს კაბინეტში დღეს აღარ არიან, წარმატებები ვუსურვო იმ საქმიანობაში, რომელსაც მომავალში განახორციელებენ. ასევე მინდა, ყველა თქვენგანს მადლობა გადაგიხადოთ და არა მხოლოდ მთავრობის წევრებს - აქ არიან ადმინისტრაციის წარმომადგენლები, სამინისტროების წარმომადგენლები. მედიის წარმომადგენლებს მინდა მადლობა გადაგიხადოთ მნიშვნელოვანი მოვლენების გაშუქებისთვის და ყველას გისურვოთ ბედნიერი ახალი წელი და წარმატებული 2018 წელი ჩვენი ქვეყნისთვის და თითოეული თქვენგანისთვის და თქვენი ოჯახებისთვის“, - განაცახდა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მან 2017 წლის საქმიანობა შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს