ექიმი - ოთარ აბესაძის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია, მიოკარდიუმის მწვავე დაზიანება გამოირიცხა

მერიის ყოფილი თანამშრომლის, ოთარ აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კარდიოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე ნონა მაისურაძემ განუცხადა, დაგეგმილია დამატებითი კვლევების ჩატარება, რის გამოც დღის მეორე ნახევარში კონსილიუმის მოწვევა იგეგმება.

ნონა მაისურაძის ინფორმაციით, ოთარ აბესაძე კონტაქტურია და ამჟამად ჩივილები არ აღენიშნება.

"ოთარ აბესაძე გუშინ მოთავსდა კლინიკაში გონების კარგვის ეპიზოდის გამო, ასევე მას გულ-მკერდის არეში ტკივილი აღენიშნებოდა. ამჟამად, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გამოირიცხა მიოკარდიუმის მწვავე დაზიანება, უბრალოდ, დაგეგმილია დამატებითი კვლევები. ასევე, კონსილიუმი იგეგმება. შემდგომი განცხადებები ამ კვლევების დასრულებისთანავე გაკეთდება. გადაწყდება პაციენტის ბინაზე გაწერის საკითხი", - განაცხადა მაისურაძემ.

ოთარ აბესაძე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ჩაფიძის კლინიკაში გუშინ გადაიყვანეს. ექიმის განცხადებით, არსებობს ეჭვი, რომ მას გულის შეტევა ჰქონდა, თუმცა საბოლოო პასუხი დღეს გახდება ცნობილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა