პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებულ პირებს ბრალს, სავარაუდოდ, უახლოეს საათებში წაუყენებენ

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებულ პირებს ბრალს, სავარაუდოდ, უახლოეს საათებში წაუყენებენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატმა ირაკლი ბენიამ განუცხადა, ის საგამოძიებო ორგანოს ელოდება, რათა ბრალის ოფიციალურად წაყენება მოხდეს.

ადვოკატის თქმით, საქმის მასალებს არ იცნობს და შესაბამისად, გარკვეულ დეტალებზე ვერ ისაუბრებს. ამასთან, როგორც ბენია აღნიშნავს, მისი დაცვის ქვეშ მყოფს სამართალდამცველებთან რაიმე სახის პრეტენზია მასთან შეხვედრისას არ დაუფიქსირებია.

"ბრალი არ აქვს ჯერჯერობით წაყენებული, ამიტომ ვერ ვისაუბრებ კონკრეტულ დეტალებზე, მათ შორის იმაზე, აღიარებს თუ არა ბრალს. არ ვიცნობ საქმის მასალებს და ვერ ვისაუბრებ დეტალებზე მისი და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე", - განაცხადა ბენიამ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტის მიერ, გუშინ დილით თბილისსა და ახმეტის რაიონის სოფლებში, დუისსა და ომალოში დაკავებულ იქნა საქართველოს 5 მოქალაქე: ზურაბ გორნაკაშვილი, რუსლან ალდამოვი, რამაზ მარგოშვილი, ბადურ ჩოფანაშვილი და თემირლან მაჩალიკაშვილი. დაკავებული პირები დაკავშირებულები არიან 21-22 ნოემბერს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად განეიტრალებული დაჯგუფების წევრებთან და წარმოადგენდნენ მათ ხელშემწყობ პირებს.

თემირლან მაჩალიკაშვილი დაკავებისას შეეცადა წინაარმდეგობა გაეწია სამართალდამცავებისთვის, კერძოდ უნდოდა მოქმედებაში მოეყვანა ხელყუმბარა, რა დროსაც დანაშაულებრივი ქმედების აღსაკვეთად უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე გამოყენებული იქნა პროპორციული ძალა და მოხდა თემირლან მაჩალიკაშვილის მისამართით გასროლა, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა თავის არეში მიიღო ცეცხლნასროლი დაზიანება. იგი ამჟამად ჰოსპიტალიზირებულია.

გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ აღნიშნულმა პირებმა, უზრუნველყვეს ახმედ ჩატაევის და მისი თანამზრახველების ჯერ თურქეთის ტერიტორიაზე ტრანსპორტირება, მათი დროებითი საცხოვრებელი მისამართიდან საქართველოს საზღვრის კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთამდე, ხოლო შემდგომ დაეხმარნენ ამავე მონაკვეთით საქართველოში უკანონოდ შემოსვლაში. დაკავებულმა პირებმა ასევე უზრუნველყვეს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების თბილისამდე ჩამოყვანა, დახმარება გაუწიეს ბინის ქირაობასა და იარაღის მოძიებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო