ნინო ლომჯარია მოადგილეებს იანვრის დასაწყისში წარადგენს

იანვრის დასაწყისში სახალხო დამცველი საზოგადოებას ახალ მოადგილეებს წარუდგენს. როგორც სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, მოადგილეები ადმინისტრაციულ საკითხებთან ერთად კონკრეტულ სფეროებს უხელმძღვანელებენ.

ნინო ლომჯარიამ წლის შემაჯამებელ კონფერენციაზე ყურადღება გაამახვილა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც აპარატიდან გათავისუფლებული თანამშრომელი თანამდებობაზე აღდგება.

“ასევე, საზოგადოების მაღალ ინტერესს წარმოადგენდა სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლების მიერ დაწყებული სასამართლო დავების საკითხი. აღსანიშნავია, რომ ოთხივე თანამშრომელმა, რომლებმაც სარჩელი სახალხო დამცველის აპარატის წინააღმდეგ შეიტანეს, სარჩელის გამოხმობის გადაწყვეტილება მიიღეს, რასაც სახალხო დამცველი დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ მსგავსი კონსტრუქციული დამოკიდებულება ხელს შეუწყობს კეთილგანწყობილი სამუშაო გარემოს შექმნას.

სახალხო დამცველმა, ასევე, აღასრულა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება და 2016 წელს გათავისუფლებული ილია ჭანტურაია საქმისწარმოების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე აღადგინა”, - განაცხადა ლომჯარიამ.

სახალხო დამცველმა შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ინსტიტუციური განვითარების სტრატეგიასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა, ხაზი გაუსვა აპარატის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებს. ასევე აღნიშნა, რომ იგეგმება დაიხვეწოს ადამიანის უფლებებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური საპარლამენტო ანგარიშების სტრუქტურა, რათა ანგარიშები გახდეს უფრო მარტივად აღქმადი და გამოყენებადი დაინტერესებული პირებისთვის.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს