ნინო ლომჯარია - აფგან მუხთარლის საქმეს ჩვენ მუდმივად შევეხებით ჩვენს ანგარიშებსა თუ განცხადებებში

აფგან მუხთარლის საქმე არის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული, ნამდვილად პრობლემატური საქმე, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ საქართველოდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გაუჩინარების საქმეზე კომენტირებისას წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ნინო ლომჯარიას განმარტებით, მთავარი კითხვები ამ საქმეზე არსებობს გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით და იმ გარემოებების შესახებ, თუ რა ვითარებაში მოხდა აღნიშნული პირის გაუჩინარება და შემდეგ საზღვრის კვეთა.

“ყველა იმ საქმეზე, რაზეც აპარატში მიმდინარეობდა მუშაობა, მათ შორის რეზონანსული საქმეები, რაზეც მედიის და საზოგადოების ინტერესი არსებობს, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას. აფგან მუხთარლის საქმე არის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული, ნამდვილად პრობლემატური საქმე. მთავარი კითხვები ამ საქმეზე არსებობს გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით და იმ გარემოებების შესახებ, თუ რა ვითარებაში მოხდა აღნიშნული პირის გაუჩინარება და შემდეგ საზღვრის კვეთა.

რა თქმა უნდა, ეს იქნება ერთ-ერთი საკითხი, რასაც ჩვენ მუდმივად შევეხებით ჩვენს ანგარიშებში თუ განცხადებებში”, - განაცხდა ნინო ლომჯარიამ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო