პრეზიდენტმა საახალწლოდ 187 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა საახალწლოდ 187 მსჯავრდებული შეიწყალა. როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ განაცხადა, შეწყალების აქტის თანახმად, სასჯელაღსრულების დაწესებულებას დღესვე დატოვებს 123 პატიმარი, ხოლო 64 პატიმარს სასჯელის ვადა შეუმცირდა.

”რამდენიმე წუთის წინ საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა მსჯავრდებულთა შეწყალების მორიგი აქტი. დეკემბრის შეწყალების თანახმად, საპატიმრო დაწესებულებაში მყოფ 187 მსჯავრდებულს შეეხო შეწყალება. ამ 187 მსჯავრდებულიდან 12 არის ქალი და 3 არის არასრულწლოვანი. დღევანდელი შეწყალების აქტის თანახმად, საპატიმრო დაწესებულებებს 123 მსჯავრდებული დღესვე დატოვებს. ამ 123 მსჯავრდებულიდან 8 არის ქალი და 1 არის არასრულწლოვანი. 64 მსჯავრდებულს, რომელთა შორის არიან როგორც ვადიანი, ისე უვადო თავისუფლებააღკვეთილი პირები, საპატიმრო სასჯელი შეუმცირდათ სხვადასხვა ოდენობით. ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტმა მიიღო შეწყალების კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე. კომისიამ იმუშავა 14-24 დეკემბრის პერიოდში და სულ განიხილა 1182 მსჯავრდებულის საქმე”, - განაცხადა ქორიძემ.

რაც შეეხება ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით მსჯავრდებული პირების შეწყალებას და ამასთან მიმართებაში "თეთრი ხმაურის მოძრაობის" რეკომენდაციას, ზვიად ქორიძის განცხადებით, "როგორც კი მათ ეს მოსაზრება გამოთქვეს, მეორე დღესვე გააკეთეს განცხადება და ახლაც ადასტურებს, რომ ნარკოდანაშაულების მიმართ პრეზიდენტის მიდგომა მაქსიმალურად ლოიალურია".

"იცით, რომ სტატისტიკა ღიაა და შეგიძლიათ ნახოთ. დღესაც იმ 123 მსჯავრდებულიდან, რომელიც დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას, ნახევარზე მეტი - 65 მსჯავრდებული სხვადასხვა ტიპის ნარკოდანაშაულზე არის მსჯავრდებული და ასევე, იმ მსჯავრდებულებს შორისაც, ვისაც შეუმცირდა სასჯელი არიან ნარკოდანაშაულზე მსჯავრდებული პირები და ის ორი უვადო მსჯავრდებული, ვისაც დღეს პრეზიდენტმა უვადო მსჯავრი შეუცვალა ვადიანით და დაუდგინა კონკრეტული გათავისუფლების თარიღი, ორივე ეს მსჯავრდებული სწორედ ნარკოდანაშაულზე იხდიდა უვადო მსჯავრს", - აღნიშნა ზვიად ქორიძემ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა