კახა კალაძე ბაღების კვებით უზრუნველყოფის ტენდერთან და მასში მონაწილე კომპანია "ელფთან" დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას "უსაფუძვლო აჟიოტაჟს" უწოდებს

თბილისის მერი კახა კალაძე ბაღების კვებით უზრუნველყოფის ტენდერთან და მასში მონაწილე კომპანია შპს "ელფთან" დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას "უსაფუძვლო აჟიოტაჟს" უწოდებს და აცხადებს, რომ პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს.

"გამოძიება დაიწყო მერიიის აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად ბაგა-ბაღებში კვების ხარისხთან დაკავშირებით. ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის მიუღებელია ის არასწორი აქცენტები, რაც კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით ვრცელდება, განსაკუთრებით ბოლო დღეების განმავლობაში. უშუალოდ ამ კომპანიასთან დაკავშირებით გამოძიება არანაირად არ ყოფილა ხელისშემშლელი, რომ მათ ტენდერში მიეღოთ მონაწილეობა. აღნიშნულმა კომპანიამ ტენდერში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ მისი წარმოდგენილი ფასი სხვა კომპანიებთან შედარებით იყო მაღალი. ჩვენთვის პრიორიტეტია ჩვენი შვილების, ჩვენი პატარების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა. ჩვენ ვართ ქალაქის მთავრობა და ბოლომდე დავიცავთ ჩვენი მოქალაქეების, განსაკუთრებით პატარების ინტერესებს. ყოველგვარი სპეკულაციების თუ ზეწოლის მიუხედავად, ბოლომდე მივიყვანთ ყველა სამართალწარმოებას, სადაც იქნება კითხვები და მნიშვნელოვანია საზოგადოებისათვის. ჩვენ ვართ მოტივირებულები მაქსიმალურ პასუხისმგებლობას და კეთილსინდისიერებას ვითხოვთ ყველასგან. განსაკუთრებით ვერ დავუშვებთ ვერანაირ ხარვეზს და ამ თემით სპეკულაციას, როცა საქმე ეხება ჩვენს შვილებს, ჩვენს პატარებს, ბავშვებს, ჩვენ ვიქნებით სამართლიანები და მკაცრები ნებისმიერი დარღვევის მიმართ"- განაცხადა კალაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს