ქუთაისის მერიაში კულტურის საქალაქო სამსახური გაუქმდა

რეორგანიზაციის შედეგად, ქუთაისის მერიის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური გაუქმდა

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ქუთაისის მერიაში განუცხადეს, მის ნაცვლად ხუთკაციანი განყოფილება შეიქმნება, რომელიც აღნიშნულ საკითხებში ქალაქის მერს პოლიტიკას განუსაზღვრავს.

სამსახურის ფუნქციებს კი ქალაქში არსებული სახელოვნებო და სპორტის ა(ა)იპ- ები შეასრულებენ. რეორგანიზაციის ფარგლებში ასევე იქმნება კიდევ ერთი ახალი სამსახური, რომელიც არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის გაყოფით შეიქმნება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს