დავით გაბაიძემ საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ წლის საუკეთესო სპორტსმენების, მწვრთნელებისა და ფედერაციების დაჯილდოების საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობა.

დავით გაბაიძემ 23 წლამდე ახალგაზრდებს შორის ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონის შმაგი ბოლქვაძის ჯილდო მის პირად მწვრთნელს, ავთანდილ აბულაძეს გადასცა, რადგან თავად სპორტსმენი, ერთ-ერთ ასპარეზობაზე მონაწილეობის მიზეზით საზეიმო ღონისძიებას ვერ დაესწრო.

„გასული წელი, ვფიქრობ, ჩვენი ავტონომიური რესპუბლიკისათვის წარმატებული იყო სპორტის მიმართულებით. ვიქნები სუბიექტური და ვიტყვი, რომ 2017 წელი განსაკუთრებით წარმატებული იყო ჩემი მშობლიური მუნიციპალიტეტისათვის, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენმა ბევრმა სპორტსმენმა მოიპოვა გამარჯვება და ქვეყანა ასახელა. პოლიტიკოსების წარმატება შეიძლება იყოს გლობალური, მაგრამ თქვენი წარმატება საზღვრებს სცდება და მრავლისმეტყველია. მჯერა, კიდევ არაერთხელ ააჟღერებთ საქართველოს ჰიმნს“, - აღნიშნა მისასალმებელ სიტყვაში აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ.

საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე, უმაღლესი საბჭოს წევრები ვლადიმერ მგალობლიშვილი და პეტრე ზამბახიძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, საქართველოს პარლამენტისა და რეგიონის მთავრობის წევრები, ბათუმის მერი ლაშა კომახიძე და სხვები.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე თითოეულ კატეგორიაში დაჯილდოვდა 10 საუკეთესო და 10 პერსპექტიული, 3 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სპორტსმენი, 10 წარმატებული მწვრთნელი, 5 საუკეთესო ფედერაცია და 5 სპორტული ჟურნალისტი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო