რუსთავში, შარტავას გამზირზე საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა

რუსთავში, შარტავას გამზირზე #9 საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულზე ხანძარი იყო. ცეცხლი, სავარაუდოდ, ხატების კუთხეში დანთებული სანთლიდან გაჩნდა. შემთხვევის დროს სახლში 90 წელს გადაცილებული მამაკაცი იმყოფებოდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ხანძრის შედეგად სადარბაზოში ძლიერი დაკვამლიანება იყო და მეზობლებმა მოხუცი სახლიდან დროულად გამოიყვანეს.

ადგილზე მობილიზებული იყვნენ მაშველები, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიცია. ხანძრის შედეგად მოხუცი არ დაშავებულა. ექიმის განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებს.

ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა