ქუთაისში, მშენებარე ობიექტიდან გადმოვარდნის შედეგად ორი მუშა გარდაიცვალა

ქუთაისში, ბალახვანში მიმდინარე მშენებლობაზე დღეს ორი ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ საკრებულოს სხდომაზე ქუთაისის ქალაქის მერმა გიორგი ჭიღვარიამ განაცხადა.

მისი თქმით, მშენებლობის საკითხი მოწესრიგებას საჭიროებს.

არსებული ინფორმაციით, მუშები მშენებლობიდან გადმოვარდნენ.

შსს მომხდარ ფაქტს ადასტურებს. უწყების განცხადებით, გამოძიება 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, გულისხმობს.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა