უხუცესთა საბჭოს წევრი - პანკისში სპეცოპერაცია ძალის გადამეტებით ჩატარდა, ამიტომ, მოვითხოვთ ობიექტურ გამოძიებას

პანკისის ხეობის უხუცესებმა სახელმწიფოს და ძალოვან უწყებებს განცხადებით მიმართეს. „პანკისში ჩატარებული სპეცოპერაცია ძალის გადამეტებით მოხდა. ამიტომ, მოვითხოვთ ობიექტურ გამოძიებას და თუ შევნიშნეთ, რომ გამოძიება სიმართლისკენ არ მიდის, მაშინ ჩვენ სხვა გზას მივმართავთ. გამოძიების და დამნაშავის დასჯის წინააღმდეგნი ჩვენ არ ვართ. ჩვენ ვეწინააღმდეგებით თვითნებურ სასჯელს. ეს იყო თვითნებური სასჯელი, როდესაც მძინარე ახალგაზრდას შუბლში ესვრიან. ჩემი პირადი მოსაზრებით, ეს იყო ძალის გადამეტება. ალბათ, სპეცრაზმელი შეშინდა და წარმოიდგინა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი წინააღმდეგობას უწევდა, ასეთები არ უნდა მუშაობდნენ ძალოვან სტრუქტურაში, ვინც ვერ არჩევს რეალობას", - განაცხადა საბჭოს წევრმა ხასო ხანგოშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს