გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე მიხეილ სააკაშვილის ხმის ავთენტურობის დასადგენად ჩატარებული ექსპერტიზის შედეგები ერთ თვეში გახდება ცნობილი

უკრაინის გენერალური პროკურორის, იური ლუცენკოს განცხადებით, გენპროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერებზე მიხეილ სააკაშვილის ხმის ავთენტურობის დადგენის მიზნით ჩატარებული ექსპერტიზის შედეგები ერთი თვის განმავლობაში გახდება ცნობილი.

„ვფიქრობ, დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში მივიღებთ პირველ შედეგებს ფონოსკოპიურ ექსპერტიზასთან დაკავშირებით“, - განაცხადა იური ლუცენკომ.

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ასევე აღნიშნა, რომ ექსპერტიზა შესაძლოა გაიწელოს, ვინაიდან აუდიოჩანაწერებში სხვა პირების საუბარიცაა დაფიქსირებული.

აქამდე იური ლუცენკომ განაცხადა, რომ კიევში სააკაშვილის მიერ ორგანიზებული აქციები ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის გარემოცვის მიერ იყო დაფინანსებული. უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ასევე გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერები, რომელშიც დაფიქსირებულია მიხეილ სააკაშვილი და მოსკოვში გაქცეული ბიზნესმენი კურჩენკო.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს